ჩინეთში კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა და 70-მდე ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა

პუბლიკა

ჩინეთში კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი ხუთსართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა და ნანგრევებში 70-მდე ადამიანი მოჰყვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩამონგრევიდან ორ საათში, მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ნანგრევებში დარჩენილი მოქალაქეების სამაშველო ოპერაცია კიდევ გრძელდება. სასტუმროს შენობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე ჩამოინგრა. შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.