კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, ჰონგ-კონგში საავადმყოფოს ასობით თანამშრომელი გაიფიცა, ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით. – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩინეთთან საზღვრის მთლიანად ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის წინააღმდეგ წასვლა იქნება. ამ დრომდე ქალაქში ვირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
ჰონგ-კონგი, სადაც 7-მილიონიანი მოსახლეობა ცხოვრობს, ჩინეთის ნაწილია, თუმცა ამ დრომდე ძლიერ ავტონომიად რჩება. მისი საზღვრები ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი საერთაშორისო სასაზღვრო პუნქტი. ჩინეთში ამ დრომდე კორონავირუსის 17 000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 361 ადამიანი.