საავტომობილო ინდუსტრიაში არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ მაღალი ხარისხი აუცილებლად მაღალ ფასს ნიშნავს. Jetour კი ქმნის ახალ სტანდარტს, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალი ხარისხი და ეკონომიური გადაწყვეტილებები ერთიანდება.
მომხმარებლის ნდობის მოპოვება რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საუბარია ახალ ბრენდზე. სწორედ ამიტომ, Jetour გთავაზობთ კონკრეტულ მტკიცებულებებს იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი თანამედროვე ავტომობილში უმაღლესი ხარისხისა და გონივრული ფასის თანაფარდობა.
ჩინური ავტომობილები – ხარისხი, რომელსაც ყველა მომხმარებელი იმსახურებს
Jetour ქმნის ახალ სტანდარტს, რომელიც ინოვაციურ საინჟინრო სტანდარტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს ითვალისწინებს.
საინჟინრო სრულყოფილების დემონსტრირებაა Jetour-ის ინოვაციური NVH (Noise, Vibration, Harshness) ტექნოლოგია. X70-ის მოდელში ძრავის ხმაური მხოლოდ 36 დეციბელს აღწევს – ეს მაჩვენებელი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების დონეს უტოლდება. ასეთი დაბალი ხმაურის დონე განსაკუთრებულ აკუსტიკურ კომფორტს ქმნის.
ბრენდის უკომპრომისო მიდგომა ხარისხისადმი კიდევ უფრო თვალსაჩინოა მის უსაფრთხოების სისტემებში. თითოეული მოდელი აღჭურვილია თანამედროვე ADAS ტექნოლოგიებით: X90 Plus-ის ადაპტური კრუიზ-კონტროლი, ზოლიდან გადახვევის გაფრთხილების სისტემა და 360° პანორამული ხედვის კამერა ქმნის უსაფრთხოების კომპლექსურ სისტემას, რომელიც აქტიურად იცავს როგორც მძღოლს, ასევე მგზავრებს.
ინტერიერის ხარისხი კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. პრემიუმ ხარისხის მასალები, ერგონომიული დიზაინი და დახვეწილი აქსესუარები ქმნის გარემოს, რომელიც არა მხოლოდ კომფორტული, არამედ გამძლეცაა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ დეტალებში, როგორიცაა რბილი შიდა ზედაპირები და ინტუიციური მართვის ელემენტები.
მაქსიმალური ეფექტურობა ყოველ კილომეტრზე
მოდელების სერია აღჭურვილია თანამედროვე ენერგოეფექტური ძრავებით. მათი დაწყვილება მოწინავე 6 და 7-საფეხურიან გადაცემათა კოლოფებთან, ეკონომიური და დინამიკური მართვისთვის იდეალურ კომბინაციას ქმნის.
გასაკვირი არ არის, რომ ჯიპები ჩინეთიდან ჭკვიანი მართვის სისტემებითა და თანამედროვე NVH ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რაც არა მხოლოდ კომფორტს ქმნის, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას. ეს ინოვაციები ადასტურებს, რომ Jetour-ში ეკონომიურობა არ ნიშნავს კომპრომისს ხარისხში.
მომავლის ტექნოლოგიები დღევანდელ რეალობაში
კომპანიის მიზანია ინოვაციური გადაწყვეტები გახადოს ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის.
მოდელები ინტელექტუალური სისტემებითაა აღჭურვილი, მაგალითად, ხმოვანი ასისტენტი და Apple CarPlay/Android Auto, თანამედროვე და მარტივად ადაპტირებად სამართავ გარემოს ქმნის. X70 Plus-ის 540° პანორამული ხედვის სისტემა და X90 Plus-ის მოწინავე ADAS სისტემები კი ის ტექნოლოგიურ მიღწევებია, რომლებიც აქამდე მხოლოდ მაღალ სეგმენტში გვხვდებოდა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 7-საფეხურიანი DCT გადაცემათა კოლოფი, რომელიც, საწვავის ეკონომიასთან ერთად, მართვის დინამიკასაც აუმჯობესებს.
ავტომობილების მახასიათებლებთან ერთად, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპანიის მიდგომა. Jetour მომხმარებელს 5-წლიან ან 150,000 კილომეტრიან ოფიციალურ ქარხნულ გარანტიას სთავაზობს.
E-Motors Georgia Jetour-ის ერთადერთი ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. შოურუმში კი, რომელიც ბელიაშვილის 49-ში მდებარებს, შემდეგი მოდელების დატესტვას შეძლებთ: X70, X70 Plus, X90 Plus, T2 და Dashing.
აღმოაჩინე მომავლის ავტომობილი – დაჯავშნე პერსონალური ტესტ დრაივი Jetour-ში და გამოცადე უმაღლესი ხარისხის კომფორტი, უსაფრთხოება და ინოვაციური ტექნოლოგიები.