დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ვაქცინის მიღების თაობაზე რამდენიმე ისეთ მწარმოებელ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლებსაც ავტორიზების შანსი აქვთ ან უკვე ავტორიზებულია. მისი თქმით ამ კომპანიებს შორის არიან „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ნოვავაქსი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“. მინისტრის მოადგილემ ჩინურ ვაქცინაზეც ისაუბრა.
„ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ვარიანტის განხილვა დავიწყეთ. რუსული ვაქცინა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, თავიდანვე არ განგვიხილავს. ავტორიზაცია, შესაძლოა, რუსულმა ვაქცინამაც მიიღოს, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვთვლით, რომ რუსული ვაქცინა ჩვენ შეგვიძლია რუსული ვაქცინა გამოვიყენოთ, რადაგან ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას,”-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, მთავრობა ყველა ისეთ ვაქცინას განიზილავს, რომელიც მიიღებს ავტორიზაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.