ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება, განიხილება შემოტანა - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, განიხილება ორი ვაქცინის, მათ შორის ერთი ჩინურის შემოტანა.

“ლაპარაკია ორ ვაქცინაზე – ესენია ასტრაზენეკა და ერთ-ერთი ჩინური. ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზეა ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია”, — თქვა ცერცვაძემ ფორმულასთან საუბარში.

მისი თქმით, ჩინურ ვაქციას მაღალი ნდეომა აქვს.

“სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები. სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. იმიტომ, რომ მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ვაქცინაზე მუშაობდნენ. ასე რომ, ჩინური ვაქცინა, ხელწამოსაკრავი არ იქნება” – ამბობს ცერცვაძე.