ჩინური ვაქცინის დაახლოებით 100 000 დოზა საქართველოში აპრილში შემოვა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“ განაცხადა, რომ აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა. მისივე თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები „ფაიზერთან“, „ნოვოვაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“ და სხვა მწარმოებლებთან.

„კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია „სინოფარმთან“, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში „სინოფარმის“ დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.