დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ვაქცინაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, ვაქცინა ზამთარზე ადრე ვერ იქნება. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ანატომიაში“ ჩართვისას ისაუბრა.
„ბევრი სხვადასხვა ცენტრი არის მსოფლიოში, რომელიც ამზადებს ვაქცინას, უკვე მზადაც აქვთ და გამოცდაც მიმდინარეობს. მოგეხსნებათ, გამოცდის რამდენიმე ფაზაა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არა მგონია, ვაქცინა რეალურად გამოჩნდეს მსოფლიო ბაზარზე ზამთარზე ადრე და ეფექტიანი ვაქცინა მანამდე ხელმისაწვდომი იყოს. წამალი შეიძლება უფრო ადრე გქვონდეს“, – ამბობს პაატა იმნაძე.
ვირუსის შემობრუნებასა და ხელახალ ტალღაზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ თუ ადამიანები დაივიწყებენ ვაქცინის არსებობას და ფრთხილად არ იქნებიან, ვირუსი ნებისმიერ დროს შემობრუნდება.
„ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არსებობს, მაგის არ სჯერათ. ვირუსი არის, არ გამქრალა არსად. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სეზონი დადგება რესპირაციული დაავდებების დიდი მოლოდინია, რომ ვირუსი შემობრუნდება“, – ამბობს პაატა იმნაძე.