ჩიქოვანი ევროპის საბჭოს ასამბლეაზე: ივანიშვილი ფილანტროპია, მოუღებელია მასზე აქ გაჟღერებული განცხადება

პუბლიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის გამორჩეული ფილანტროპია და მიუღებელია მასზე იმავე დაბაზში რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებები.

„ჩვენ გაგვაჩნია მტკიცე პოზიცია, რომ არ გვსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან დებატებში შესვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, მიუღებელია ის განცხადება, რომლიც გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში, და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო თანამედროვეობის გამორჩეული ფილანტროპისათვის საქართველოში, ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკაში ყოფნის დროს ითავა ტოტალიტარიზმის დამარცხება და იბრძოდა ქართველი ხალხის ღირსებისა და მშვიდობისათვის”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი გამოსვლის წერილობით ვერსიას პარლამენტრის პრესსამსახური ავრცელებს.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) 21 ივნისს უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სიტყვით გამოვიდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დეპუტატებს მიმართა, მხარი დაუჭირონ ასოცირებულ ტრიოს ევროპული საბჭოს შეკრებაზე.

მან ასევე აღნიშნა, „დიახ, საქართველოში არის პრობლემები ახლა, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევლად იქცეს”.