ჩხარტიშვილი სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარით დააჯარიმა.

მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ჩხარტიშვილი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პერსონალურ ანგარიშსწორებად აფასებს.

„ეს არის რეკორდული ოდენობის ჯარიმა… ყოველგვარი მტიცებულებების გარეშე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება”, – აცხადებს ის.


3 იანვარს აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავდნენ. ისინი 31 დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას და გასართობი ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტები ასევე სოლიდარობას უცხადებდნენ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც თბილისის მერიამ მოსთხოვა, რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.

გარემოვაჭრეთა ნაწილი აცხადებდა, რომ „იქ ვერ გაყიდდნენ ბუშტებს, სადაც შვილმკვდარი მამა ტიროდა“.