პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, განიხილავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ალტერნატიულ მოდელებს. ასევე, შეიქმნა სკოლის ლიდერის კონცეფცია და იგეგმება რესურსცენტრების მუშაობის კონცეფციის შეცვლა.
“დაწყებულია მუშაობა რესურსცენტრების ახალ კონცეფციაზე, რომლის მიხედვით, რეგიონულ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები ხდებიან. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ შინაარსობრივ და ადმინისტრაციულ პროცესებზე. სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა გაზრდის სკოლების ავტონომიას. ეს დეცენტრლიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“ – განაცხადა ჩხეკელმა.