ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია.
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ 12 ხმა მიიღო, 7 ბიულეტენი კი გაბათილდა. საჭირო იყო 14 ხმის მიღება.
ახლად არჩეულ საკრებულოში სულ 27 წევრია. არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 12 წევრი ჰყავს, „ენმ-ს“ – 7, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7, ლელოს კი – 1. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომას კვორუმის შესაქმნელად დაესწრნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„ფორმულას“ ცნობით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები გეგმავენ, დღესვე დააყენონ თავმჯდომარეობის თავიანთი კანდიდატი. ამ ეტაპისთვის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
აქამდე თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ორჯერ ჩატარდა, თუმცა საკმარისი რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.