ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. როგორც „პუბლიკას“ საკრებულოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, მან თანამდებობა 6 აგვისტოს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი კი არ დაუსახელებია.

ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.