ჩხოროწყუში 408 ბიულეტენი გაბათილდა, კანდიდატებს შორის სხვაობა 218 ხმაა

პუბლიკა

ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვიტალი წურწუმიამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ოლქში 408 გაბათილდა.

თვითმმართველ თემში ამ დროისთვის უბნების 100%-ია დათვლილი.

ჩხოროწყუ
  • ბადრი ქარჩავა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  49.119%
  • დათო გოგუა – „ქართული ოცნება“  50.881%

რაოდენობრივად კანდიდატებს შორის სხვაობა 218 ხმაა.

დღის ბოლოს ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ბათილად ცნობილი ბიულეტენების თაობაზე. კერძოდ, რამდენიმე დიდ ქალაქში ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის მიღებული ხმების სხვაობას.

კალანდარიშვილი განმარტავს, რომ მეორე ტურის ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.

„მაგალითად მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა მილიონ 15 ათას 491 ამომრჩეველი, საიდანაც ბათილი ბიულეტელენების რაოდენობა 2.96%-ს შეადგენს.

როგორც აღნიშნეთ მედიაში ხდება აპელირება ქუთაისზე, ბათუმზე, მაგალითად ზუგდიდზეც, იყო სეთი შემთხვევები. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალაქების მონაცემებთან დაკავშირებითაც საერთო სურათიდან ნამდვილად არ არის მამოვარდნილი, კერძოდ ქუთაისში 70 ათას 48 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, საიდანაც ბათილი არის 2396 ბიულეტენი, რაც საერო რაოდენობის 3.42%-ს შეადგენს, მაგალითად ბათუმის შემთხვევაში, 77 ათას 34 ამომრჩეველი მივიდა, საიდანაც გაბათილებულია მხოლოდ 2 071 ბიულეტენი რაც 2.69%-ია“,- განმარტავს კალანდარიშვილი.