საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და ორი ვერტმფრენი.
„ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხეობაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 1 ნოემბერს გავრცელდა.