შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.
როგორც უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
„პუბლიკასთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ ცენტრში არსებული ბანკომატიდან გატანილია თანხა. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ და სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს.