ჩოხატაურის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ადანაშაულებენ.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ „ყველა მიმართულებით მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები”.