ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პუბლიკა

ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ჭორვილა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც დღეს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

იქ ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე და მისი მხარდამჭერები ჩავიდნენ.

„ჩვენ, როგორც მანამდე, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში გავშალეთ თავისუფლება მიშას ბანერი. ეს ვერ აიტანა ოცნებამ და მისმა ტიტუშკებმა და დაიწყეს ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციები. პროვოცირება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იყვნენ შეკრებილი წინასწარ, რომ დაგვხვედროდნენ და ჩაეშალათ აქცია, თუმცა ჩვენ ვერ შეგვაჩერებს პროვოკაციები, ჩვენ მივალთ ყველგან და ივანიშვილს ვეტყვით, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ვერ მოგვიკლავს მესამე პრეზიდენტს”,- ამბობს „მთავარი არხთან“ გიორგი მუმლაძე.

4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება.

თბილისში აქციის მონაწილეები 18 საათზე მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან.

ამავე დროს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად  აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.