კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბა ინწკირველის განცხადებით სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ისა და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს“, – აღნიშნა მეუფე საბამ გავრცელებულ ვიდეოში