ჩრდილო კორეამ ორშაბათს სახანძრო სწავლების ფარგლებში, სატესტოდ რამდენიმე მცირერადიუსიანი ჭურვი გაუშვა ზღვაში. სამხრეთ კორეის ორმხრივი შტაბის უფროსის განმარტებით, სამი თვით შეწყვეტის შემდეგ ჭურვების საცდელი გაშვება ჩრდილო კორეამ გასულ კვირას განაახლა.
ჭურვები გაუშვეს აღმოსავლეთ სახმელეთო ქალაქიდან, სონდოკიდან, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. სამხრეთ კორეის სამხედრო ხელმძღვანელობამ შეშფოთება გამოხატა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საცდელ ოპერაციებს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
„მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ სახანძრო სწავლებების გაგრძელება ხელს უშლის კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრებას”, – განაცხადეს სამხრეთ კორეის ოფიციალურ რეზიდენციაში, „ლურჯ სახლში“.
იაპონიის თავდაცვის მინისტრ ტარო კონოს განცხადებით, ჩრდილო კორეის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას არ მიწვდომია. სხვა დეტალებს კი იაპონიის ხელისუფლება ამ დრომდე იკვლევს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვითარება „სენსიტიური და კომპლექსურია”.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ეცადონ ვითარების დიალოგის გზით დეესკალაციას, ნახევარკუნძულის ბირთვული საფრთხისგან გათავისუფლებასა და მშვიდობის დამყარებას”, –განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გენგ შუანგმა
ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ და ესტონეთმა ჩრდილო კორეის მიერ ჭურვების გაშვების საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენეს და ჩრდილო კორეის ქმედებები გაეროს რეზოლუციების უხეშ დარღვევად შეაფასეს.
ჩრდილო კორეამ ევროპის პოზიცია „ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წაქეზებულ უგუნურ ქცევად“ შეაფასა. კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩატარებული წვრთნა არც ერთ მხარეს არ უქმნის საფრთხეს.