ჩრდილოეთ კორეაში „კალმარის თამაშის“ შეტანისთვის კაცს სიკვდილი მიუსაჯეს - RFA

პუბლიკა

გამოცემა Variety დამოუკიდებელ სააგენტო Radio Free Asia-ზე (RFA) დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეაში სერიალ „კალმარის თამაშის“ კონტრაბანდული შეტანისთვის კაცს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

RFA წყაროზე დაყრნობით წერს, რომ ტეფლიქსის სამხრეთ კორეული სერიალი მსჯავრდებულმა ჩინეთიდან მეხსიერების ბარათების მეშვეობით შეიტანა.

„სტუდენტს, რომელმაც მეხსიერების ბარათი შეიძინა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 6 პირს, რომლებმაც სერიალი ნახეს, 5 წლის განმავლობაში მძიმე გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯეს. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრატორები კი სამსახურიდან გაათავისუფლეს და გადაასახლეს, რათა შორს მოქმედ შახტებში იმუშაონ“, – წერს RFA წყაროზე დაყრნობით.

2020 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ კორეაში მიიღეს „რეაქციონერული კულტურისა და აზრის აღმოფხვრის“ აქტი, რომელიც კრძალავს კულტურის ნაწარმის – ფილმების, მუსიკისა თუ წიგნების – შეტანას ქვეყანაში. აქტი ძირითადად მიზნად ისახავს სამხრეთ კორეული და ამერიკული მედიანაწარმის გავრცელებისა და მოხმარების შეზღუდვას.