ჩრდილოეთ კორეის მედია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისევ დუმს - Reuters

პუბლიკა

ჩრდილოეთ კორეის მედია კვლავ არაფერს ამბობს მათი ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 21 აპრილს საერთაშორისო მედიები წერდნენ ოპერაციის შემდგომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის  დამძიმებაზე. ამის შესახებ Reuters წერს.

Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მედიით კვლავ გამოქვეყნდა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის მიღწევების შესახებ, ასევე აჩვენეს ინის ძველი და დაუთარიღებელი კომენტარები ეკონომიკის საკითხებზე.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები, ასევე აშშ-ის დაზვერვა ეჭვქვეშ აყენებს გუშინ აშშ-ის და სამხრეთ კორეის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კიმ ჩენ ინის მდგომარეობა, სავარაუდოდ, დამძიმდა. ხოლო თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს.

კიმ ჩენ იმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ისაუბრა.

„მე იმედი მაქვს, რომ ის კარგად არის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ პრესკონფერენციაზე.

„მე კარგი ურთიერთობა მქონდა კიმ ჩენ ინთან და იმედი მაქვს, რომ ის კარგად არის. ვნახავთ, როგორ არის ის. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სიმართლე მედიით გამოქვეყნებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინს ოპერაცია 12 აპრილს ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა  Daily NK ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით  გაავრცელა. მას, სავარუდოდ, გულისიძარღვთა სისტემის ოპერაცია ჩაუტარდა,