ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან შესვლა შეიზღუდება

პუბლიკა

საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების გამო, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა შეიზღუდება.

რეგიონის ხელმძღვანელის სერგეი მენიაილოვი შესაბამის განკარგულებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს. ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარებაა. ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების განმარტებით, შესვლის აკრძალვა არ გავრცელდება თავად ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებლებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ბოლო 10 დღის განმავლობაში რუსეთიდან შემოსულ პირთა სტატისტიკას გამოაქვეყნა.

მათი თქმით, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:

  • 17 სექტემბერს გადმოკვეთა 6986 – გადაკვეთა 7406-მა;
  • 18 სექტემბერს გადმოკვეთა 6606-მა ; გადაკვეთა – 6743-მა;
  • 19 სექტემბერს გადმოკვეთა 6411-მა; გადაკვეთა 6782-მა;
  • 20 სექტემბერს გადმოკევთა 5603-მა; გადაკვეთა 6199 -მა;
  • 21 სექტემბერს გადმოკვეთა 6402- მა; გადაკვეთა 6011 -მა;
  • 22 სექტემბერს გადმოკვეთა 6150-მა; გადაკვეთა 6050 -მა;
  • 23 სექტემბერს გადმოკვეთა 9307-მა; გადაკვეთა 6214-მა;
  • 24სექტემბერს გადმოკვეთა 9330 – მა; გადაკვეთა-6249-მა;
  • 25 სექტემბერს გადმოკვეთა 11 143-მა; გადაკვეთა 5519-მა;
  • 26 სექტემბერს გადმოკვეთა 10 804-მა; გადაკვეთა – 4947-მა რუსეთის მოქალაქემ.