ჭუბერის მოსახლეობამ სოფლის შიდა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სამეგრელო-სვანეთის გზა ორმხრივად ჩახერგა.
პარალიზებულია მანქანების მოძრაობა, შედეგად შექმნილია საცობი.
მოსახლეობა ითხოვს შეხვედრას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია, უშედეგოდ ითხოვენ დაახლოებით 15-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას.
„გზა არ გვაქვს. აქედან არ წავალთ, სანამ პრემიერ-მინისტრს არ შევხვდებით”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ფორმულასთან”.