დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც მედიასთან თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ კოლეგებთან ერთად უმრავლესობას და საპარლამენტო პოზიციას ტოვებს. ამ განცხადების მომენტში მასთან ერთად იმყოფებიან: თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ირინა ფრუიძე, სოფიო ქაცარავა. უმრავლესობა ასევე დატოვა ზაზა ხუციშვილმა.
„ერთადერთი, რაც ჩვენი მხრიდან არის გააზრებული და არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი და ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, არ ვიცით, რა ნაბიჯებს გადავდგამთ. იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, მყისიერი გადაწყვეტილება, რაც სწორად მიმაჩნია, არის ეს“. – თქვა ჩუგოშვილმა.
დღეს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.