შეუძლებელია ამის ახსნა - ჩუგოშვილი უგულავას დაკავებაზე

ვასკა მათითაიშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი გიგი უგულავას დაკავების საქმეზე „ტვ პირველის“ ეთერში კომენტარს აკეთებს.

„სამართლებრივ არგუმენტებს აღარ აქვს მნიშვნელობა, შეუძლებელია ეს ახსნა. რამდენი სამართლებრივი დასკვნაც არ უნდა დაწერო ეს აღარ აიხსნება. ამაში არავინ არ გამოგყვება.“

თამარ ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ არანაირად არ ისურვებდა არჩილ თალაკვაძის ადგილას ყოფნას, რადგან მას გზაში დააწიეს გიგი უგულავას დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია მასე მერე, რაც ამერიკელ პარტნიორებს იგი სიტუაციის გამოსწორებას დაპირდა.

„ეს თავის მოჭრაა ნამდვილად იმ ხალხთან, ვისაც ელაპარაკები, პირობებს აძლევ, რაღაცებს პირდები და შემდგომ ფეხი არ დაგიდგამს ჯერ შენს ქვეყანაში და უკვე ასეთი რამ წამოგეწევა უკან“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.