შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
„წაღებული არის თანხა, ჩამტვრეული არის ეკლესიის საკურთხევლის მინა. დიდი ეკლესიიდან წაღებულია დაახლოებით 10 ლარი და პატარა ეკლესიიდან კი 40 ლარამდე. ეს პირველი შემთხვევეა არ არის“, – აცხადებს ეკლესიის სტიქაროსანი.