ჩვენ არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება - პრემიერი

პუბლიკა

„დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება – ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავი ღონისძიება იმართება.

„ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ, ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება.

დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება“,- განაცხადა პრემიერმა.

გუშინ, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე.

ევროკავშირი ასევე გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც ის დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.

„ეს არის მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტის მიმართ რწმენის შესახებ მკაფიო სიგნალი”. – დაწერა შარლ მიშელმა.