ჩვენ და მედიატორი ვეძებს გზებს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე - ხაზარაძე

პუბლიკა

„მე იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონის ხვალინდელი ვიზიტისა და შეხვედრის დროს, ჩვენ ვიხილავთ მედიატორისგან დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის” და ოპოზიციისთვის, არამედ მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის”, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ  კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე მჯერა, რომ ის შემოთავაზება, რომელიც იქნება ამ დღეებში, ხვალ იქნება თუ ზეგ, იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, სწრაფი რეფორმირებისთვის. და არა იმისთვის, რომ ორი იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. ეს საკითხი არ დგას ასე. პარტია „ლელოს” უნდა ერთი რამ, რომ ჩვენ ვიხილოთ ისეთი დოკუმენტი, ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინეს ახალ ცხოვრებას, ევროპულ ცხოვრებას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის [კრიზისიდან] გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში. „ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში, ვითომ არაფერი მომხდარა. ფაქტია, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სიყალბეს, რომლითაც პირველ ნოემბერს დავიწყეთ პროტესტი, „ლელო” მაქვს მხედველობაში. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს და მედიატორი ეძებს გზებს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე”, – განაცხადა ხაზარაძემ.


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდება.