„ჩვენ დაგვტოვეს მარტო რუსეთთან საბრძოლველად“- უკრაინის პრეზიდენტი

პუბლიკა

„ჩვენ დაგვტოვეს მარტო რუსეთთან საბრძოლველად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 316 დაშავდა. ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ერთი საათის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა განცხადება და კვლავ მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, რომ შეაჩერონ აგრესორი რუსეთი. მისი თქმით, ევროპის ბედი წყდება უკრაინაში.

ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს სთხოვს, რომ დააწესონ მკაცრი სანქციები და გათიშონ რუსეთი  SWIFT-დან, ასევე, დაუწესონ რუსეთს ემბარგო ნავთობსა და გაზზე და დაეხმარონ უკრაინას იარაღით.