ჩვენ გავუძლებთ ნებისმიერ გამოწვევას, სავარაუდოდ, მაგრამ გააჩნია, რის ფასად – ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავდმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აჭარის ტელევიზიასთან ამბობს, რომ ქვეყანა, სავარუდოდ, ნებისმიერი სახის გამოწვევას გაუძლებს, მაგრამ გააჩნია, რის ფასად.

„გეტყვით, დღეს რა ხდება – გვყავს, საშუალოდ, 10-დან 20 პაციენტამდე დღეში. 20-ზე მეტი არ გვქონია. რამდენიმე ათეული პაციენტი დღევანდელი მსოფლიოს სტატისტიკის გათვალისწინებითაც იქნება მისაღები შედეგი და კარგი შედეგი. რამდენიმე ათეული პაციენტის დამატებას ყოველდღიურად, აი, 40 -50 პაციენტის დამატებას ქვეყანა გაუძლებს,  სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან ვიცი, ჩვენი პოტენციალი. ვიცი, კლინიკური სექტორის რა მოცულობაა მობილიზებული, ექიმები, რამდენი სასუნთქი აპარატი გვაქვს, როგორია მედიკამენტებისა და დამცავი საშუალებების მარაგი, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეტოთ, რომ ამ დონემდე არ მივიდეთ.

მე არ მინდა, ვთქვა, რომ ვერ გავუძლებთ. ჩვენ გავუძლებთ ნებისმიერ გამოწვევას, სავარაუდოდ, მაგრამ გააჩნია, რის ფასად გავუძლებთ. რამდენიმე ათეულს გავუძლებთ ისე, როგორც ახლა, უმტკივნეულოდ, რომ არ გამოვიწვიოთ საზოგადოებაში რყევები. ჯანდაცვის სისტემას აქვს გეგმა B და გეგმა C. ასეულიც რომ გახდეს დღეში, ამასაც გავუძლებთ. 3 500 საწოლამდეა სარეზერვო ფონდში, მაგრამ ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ ეს ტემპი“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.