პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ეკლესიასთან.
„ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონულტაციები ეკლესიის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და დარწმუნებულნი ვართ, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის ინტერესებში, ადამიანების ჯანმრთელობის ინტერესებსა და ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილება და ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.