ჩვენ უფრო მეტი დაფასებით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, როგორც პარტნიორები – დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაზე.

„ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ ურთიერთობენ. როგორც დიპლომატი, საქართველოში წარმოვადგენ ამერიკას, ამერიკის პრეზიდენტს, ამერიკელ ხალხს და ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ არ აღიქმება მხოლოდ პერსონალურად,  არამედ – როგორც ამერიკელი ხალხის მიმართ. სწორედ ამას გულისხმობდა ნედ პრაისი. ჩვენ უფრო მეტი დაფასებით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს როგორც პარტნიორები. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი.

როდესაც ხდება ასეთი საკითხების წამოწევა, რაც არის სპეკულაცია, ჭორაობა და ა.შ.  ეს ძალიან დამაბნეველია ხალხისთვის და ხელს არ უწყობს ჩვენს ამ პარტნიორობას და ურთიერთობას. ჩვენ შეგვიძლია, განსხვავებული მოსაზრებები, უთანხმოება განვიხილოთ პირადად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.