ჩვენ უკვე 8 ბატალიონი გვეყოლება ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ბალტიიდან შავ ზღვამდე - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ხვალინდელ სამიტზე კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და დარწმუნებულია, ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიო პოზიციებს დააფიქსირებენ.

„ხვალინდელ სამიტზე ჩვენ კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას მივიღებთ, დარწმუნებული ვარ ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს.

პირველი ნაბიჯი იქნება, რომ 4 ახალი NATO-ს ჯარები/ბატალიონი განთავსდეს ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სკოვაკეთში. მათთან ერთად იქნებიან ჩვენი არსებული ჯარისკაცები, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. ეს ნიშნავს, რომ 8 მულტინაციონალური ბატალიონი გვეყოლება ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე.

ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, ამიტომაც ჩვენ უნდა გადავახარისხოთ ჩვენი თავდაცვა უფრო მასშტაბური მომავლისთვის. ჩვენ, ჩვენი NATO-ს წვერი ქვეყნები ხვალ კიდევ ერთხელ გადახედავნ დახმარებას უკრაინის მიმართ. უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება თავი დაიცვას და ჩენ ვეხმარებით გამოიყენოს ეს უფლება, “- განაცხადა სტოლტენბერგმა.