ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, როგორ დააკავეს - პაპუაშვილი

პუბლიკა

ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, უკრაინაში – ვნახეთ კადრები, როგორ დააკავეს, – ამბობს ჟურნალისტებთან  შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს უკრაინის მოქალაქეზე, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი – საქართველოში მართლმსაჯულების აღსრულებაზე.

“იუსტიციის სამინისტრომ ჩანაწერები იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ეჩვენებინათ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაცული იყო ყველა სტანდარტი, კერძოდ, პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ეს მიხეილ სააკაშვილთან კავშირში არ არის. კადრების ჩვენების მიზანი იყო, რომ მისი უფლებები არის დაცული” – ამბობს პაპუაშვილი.