ჩვენ, ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება. რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, რომ თანაბრად, ობიექტურად განიკარგებოდეს (ისედაც ასე განიკარგებოდა) თანხები, არ არის დიდ სახსრებსა და რესურსებზე საუბარი. გასაგებია, თანხების 80-90% ცენტრალური ოფისის ხელფასებზე მიდის, მაგრამ სხვა კომუნალურის გარდა, საწვავის ხარჯები, გადაადგილების რესურსები, ბუღალტერიამ, ჩვენმა ფინანსურმა განყოფილებამ ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა განკარგონ, რომლებიც ყველა კანდიდატის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალურები და ობიექტურები იქნებიან.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, [არჩევნების ჩატარების] წესს და ასე შემდეგ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, ჯობდა ცოტა ადრე ჩატარებულიყო, მაგრამ კობა ნაყოფიას და სხვებს ჰქონდათ მოსაზრებები იანვრის ბოლოსთან დაკავშირებით და ჩვენ გავიზიარეთ”, – განაცხადა მან.
„პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა პარტიის ფინანსების განკარგვა, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.