„ჩვენც, ქართველი მწერლებიც და მკითხველებიც, დღეს თქვენ გვერდით ვართ“ - მიმართვა უკრაინელ მწერლებს

პუბლიკა

ჩვენ ვიცით, რას გრძნობთ და განიცდით ახლა, ამიტომაც ჩვენც, ქართველი მწერლებიც და ჩვენი მკითხველებიც, დღეს თქვენ გვერდით ვართ. გვჯერა, რომ ანტიადამიანური ძალა დამარცხდება და უკრაინელ ხალხს მალე მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა მიეცემა“, – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს პენცენტრი უკრაინელ მწერლებს და მხარდაჭერას უცხადებს:

„ძვირფასო უკრაინელო მწერლებო, პენ უკრაინის წევრებო, ჩვენ თქვენთან ვართ ამ მძიმე პერიოდში. უკვე ყველას ესმის, რომ რუსეთი უხეშად არღვევს ქვეყნების ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს, უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და უზღუდავს მეზობელ ქვეყნებს გამოხატვისა და გეოპოლიტიკური არჩევანის თავისუფლებას, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალს, წირავს უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს  იმპერიალისტური ამბიციებისთვის. რუსეთის თავდასხმა საქართველომაც გამოსცადა 2008 წელს“, – აცხადებს პენცენტრი.


დღეს, 24 თებერვალს,  დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.