„ჩვენი ძალისხმევით, ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი უკრაინასთან ერთად საქართველოს EU-ში დაჩქარებული გაწევრების შესახებ“ - რეფორმების ჯგუფი

პუბლიკა

პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ევროპარლამენტის ფრაქცია „ალდეს“ ლიდერების სამიტზე, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შემუშავდა, დააყენეს ინიციატივა, ევროკავშირში უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის გაწევრების განხილვა დაწყებულიყო.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ბრიფინგი გამართეს ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ სამი პარტიის ინიციატივა გაიზიარეს და ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი ევროკავშირში უკრაინასთან ერთად, საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებული წევრობის შესახებ.

სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ეს არის უდიდესი გამარჯვება, რომ ქართველი პოლიტიკოსების იდეას დაეთანხმნენ ევროპარლამენტარები. მისი ცნობით, სამიტს გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე ესწრებოდნენ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპული ლიბერალური პარტიების ლიდერების მონაწილეობით ბიუროს სხდომაზე მიიღეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც განსაზრულია, რა ზომები უნდა მიიღოს ევროპამ და NATO-მ უკრაინის მხარდასაჭერად და ამ განხილვის დროს სამმა ქართულმა ლიბერალურმა პარტიამ – „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „თავდემებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ – დააყენეს ინიციატივა, უკრინასთან ერთად დაჩქარებული წესით საქართველოს და მოლდოვის გაწევრება უნდა იდგეს დღის წესრიგში.