უკრაინის რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა არ უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როდის დააბრუნებს უკრაინა ელჩს საქართველოში.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. სხვა საკითხებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის აუცილებლად გადავწყვეტთ და ჩვენი ერების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა სტეფანჩუკმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
ტელეკომპანია „იმედის“სინქრონული თარგმანის თანახმად, სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაწეული დახმარებისთვის და 17 000-მდე უკრაინელისთვის თავშესაფრის მიცემისთვის.
„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელიც ასევე დიდ თავშესაფარს აძლევს უკრაინელებს თქვენი მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიაზე და დაახლოებით 17 000 -მდე უკრაინელი მიღებულია, განთავსებულია და მათ ნახეს თავშესაფარი საქართველოში. გახსნილის 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის არის თანაავტორი მნიშვნელოვანი რეზოლუციებისა. მე ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და ასევე სხვადასხვა ქალაქებიდან, რომელიც ჩატარდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. სხვა საკითხებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის აუცილებლად გადავწყვეტთ და გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესებიდან“, – თქვა მან ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.