ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან მასალებს - „მთის ამბები"

პუბლიკა

გამოცემა „მთის ამბები” წერს, რომ მათი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მომზადებულ მასალებს.

„რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, Facebook-ის არაერთი მომხმარებლები წერს, რომ მათ მისდით შეტყობინებები „მთის ამბებიდან” გაზიარებული მასალების წაშლის შესახებ.

გუშინ მასალები წაიშალა „სასამართლო გუშაგის” გვერდიდანაც. როგორც ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, წაშლილია, დაახლოებით, 60 მასალა.