„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მხრიდან აღნიშნულ საკითხზე შეფასება მოითხოვა, კუჭავამ დეკანოიძეს უპასუხა, რომ საკითხს გაარკვევენ.
„ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება მოქალაქე ლეშენკო, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი 2013 წელს, სოხუმში მღეროდა, ე.წ. დამოუკიდებლობის წლისთავზე, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და მედიაში გავრცელდა ის ისვენებს, დადის პოლიციის ექსკორტით, თვითმხილველებიც ამას საუბრობენ. სხვათა შორის, ამ ადამიანს უკრაინაში აკრძალული აქვს შესვლა. მე მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას, შეფასებას ვითხოვ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.