სალომე ზურავიშვილის ინიციატივით, ხელმოწერების კამპანია ,,ჩემი ხმა ევროპას” დაიწყო. ზურაბიშვილის თქმით, ხელმოწერებისთვის ორბელიანების სასახლის კარი ხვალიდან გაიხსნება.
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს ტექსტი გააცნო და პირველმა, თავად ხელი მოაწერა.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება. მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად, საქართველოს და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევას. ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ, მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთან არის, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს, სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით, ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“,- ვკითხულობთ ტექსტში, რომელსაც ზურაბიშბილმა მოაწერა ხელი.
„ყველა, პატარა, დიდი, რაც არ უნდა იყოს მათი მსოფლმხედველობა რელიგიური, პოლიტიკური, თუ სხვა, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი. ეს ყველას მომავალი, საქართველოს მომავალია“,- თქვა მან.