„გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლიტურად ხელშესახები მიზანი იმისათვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.