ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს | ღარიბაშვილი

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც  პოლიტიკურ პარტიებს, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მოუწოდებს  თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში ემოციები მატულობს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.

ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.


დღეს ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როდესაც მასთან მივიდა ენმ-ის ლიდერი და მერობის კანდიდატი ნიკა მელია და დმანისში მომხდარის გამო გააკრიტიკა.

„შე უნამუსო, მონა!“ – მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას შეაგინა და თქვა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს. „შენი დედას *** შე ნაბიჭვარო“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.