„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და გააჟღერა 4-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ.
„პირველი, როგორც თქვენ, ასევე, ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად. მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლა და ყველა მანდატზე ვამბობთ უარს, ჩავხსნით სიებს. მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ გავიმარჯვებთ აუცილებლად ერთად. მეოთხე, გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, მოთხოვნაა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ”, – განაცხადა ვაშაძემ.
დღეს მოქალაქეები პარლამენტთან ჩატარებული არჩევნებისა და ცესკოს შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან ერთად ბრიფინგი გამართა და მოქალაქეებს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა, რათა მსოფლიოს აჩვენონ, რომ ამ არჩევნებს არ აღიარებენ.