ჩვენი პარტნიორებისგან იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მომავალ გზაზეა - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ პარტნიორების იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა.

„დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო. იარაღი და აღჭურვილობა ჩვენი პარტნიორებისგან უკრაინისკენ მომავალ გზაზეა. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს!“, – წერს ზელენსკი ტვიტერზე.