„ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან ეკა ტიკარაძესთან მიმართებაში.
მისი თქმით, ის კმაყოფილია ჯანდაცვის მინისტრის და ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და მეტის გაკეთება ძნელი იქნებოდა.
„დიახ, კმაყოფილი ვარ. ვიცი იყო კრიტიკული შენიშვნები, ვიცი, ის დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. ახლა კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ, პირადად არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. განცხადებით მივმართე და მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა რამ იყო. მაგ: 10 წელია შენობა არა გვაქვს და არაადამიანურ პირობებში გვიწევდა მუშაობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.