იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი პოზიცია ურყევია.
მისი თქმით, ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც ხელისუფლებას დაარწმუნებდა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური, ვერ მოიტანა.
„ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი, რაც წერია კონსტიტუციაში არის ძალაში და „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური. თუმცა, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები უცხოელი კოლეგებისგან გაკეთდა და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს“,-თქვა თეა წულუკიანმა.