ჩვენი პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება – ელისაშვილი

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ  პარტიის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი ლევან იოსელიანი.

„ჩვენ თუ ღონივრად გავალთ პარლამენტში და ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი. ასეთი კაცი სჭირდება ქვეყანას, “- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატია.