ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში - ბრეგაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მართლმსაჯულებას, ხელი არ შეეშლება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს 12-ე დაწესებულებაში და ბუნებრივია ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას გავყვებით“,- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის შეკითხვას გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ბადრაგის თანხმებით სასამართლო დარბაზში, სადაც 10 ნოემბერს იმედის დარბევის საქმეზე ჩანიშნულია სასამართლო სხდომა.

„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმიწო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში შესაძლო ოყო ამ პროცესისთვის შეეშალათ ხელი.

აქ იქნებოდა ჩართული 500-600 ადამიანი, როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი და ბუნებრივია ჩვენ ასევე გვაქვს სხვადსახვა ინფორმაცია, ასევე პრემიერ-მინისტრმაც ერთ-ერთ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლევობა და ასევე სხვადასხვა სახის დესტაბილიზაცია, ბუნებრივია ჩვენ ამას არ დავუშვებთ და პატიმრის უსაფრთხოება იქნება ბოლომდე დაცული.

ამიტომ თქვენს შეკითხვაზე რომელიც ეხება იმ საკითხს გადაყვანილი იქნებეა თუ არა ის სასამართლო დარბაზში გიპასუხებთ შემდეგს: ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მართლმსაჯულებას, ხელი არ შეეშლება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს 12-ე დაწესებულებაში და ბუნებრივია ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას გავყვებით“,- განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს მსგავსი პრატქიკა, შესაძლებელია რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილასაც.

„ბუნებრივია ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი 12-ე დაწესებულებიდან, რადგან შეასძლოა აქ საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ რომ დავიცვათ იგი.“