ჩვენი სამშობლო არ იმსახურებს, რომ ასეთი ხელისუფლება ან მართლმსაჯულება ჰქონდეს – მელაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდებული ივერი მელაშვილი.

მისი თქმით, პირველ რიგში აქციაზე ნიკა მელიასთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით მივიდა.

„დღეს მე აქ მოვედი, პირველი – რა თქმა უნდა, ნიკა მელიას მხარდასაჭერად, მიმაჩნია, რომ ის ისევე უბრალო არის იმ ბრალდებაში, რაც წაუყენეს მას და რისთვისაც დაიჭირეს, როგორც მე თავის დროზე.

მე მწამს ერთი რამის, დაინახავენ, ალბათ, ძალას და იძულებულნი გახდებიან, რომ გაათავისუფლონ…  არც უნდა დაეჭირათ. რისთვის დაიჭირეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამშობლო არ იმსახურებს იმას, რომ ასეთი ხელისუფლება ან მართლმსაჯულება ჰქონდეს“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მელაშვილმა.